საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) 273-ე მუხლის:
1. მე-10 ნაწილში სიტყვები „1999 წლის 1 იანვრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „2000 წლის 1 იანვრამდე“.
2. მე-13 ნაწილში სიტყვები „1 აპრილამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „1 ივლისამდე“.
II. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 1999 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 2 აპრილი.
1878–IIს