შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,მეცნიერებათა აკადემიის სპეციალიზებული პოლიკლინიკის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილისა (100 პროცენტი) და დაკავებული მიწის ნაკვეთის საზოგადოების შრომითი კოლექტივისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
4
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-01-05
გამოქვეყნების თარიღი
2002-01-10
სარეგისტრაციო კოდი
240.050.000.05.002.002.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,მეცნიერებათა აკადემიის სპეციალიზებული პოლიკლინიკის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილისა (100 პროცენტი) და დაკავებული მიწის ნაკვეთის საზოგადოების შრომითი კოლექტივისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №4

2002 წლის 5 იანვარი

ქ. თბილისი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მეცნიერებათა აკადემიის სპეციალიზებული პოლიკლინიკის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილისა (100 პროცენტი) და დაკავებული მიწის ნაკვეთის საზოგადოების შრომითი კოლექტივისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა და პრივატიზების პროცესის დაჩქარების, სამედიცინო პროფილის მქონე დაწესებულებათა შრომითი კოლექტივების ინტერესების დაცვის მიზნით:

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მეცნიერებათა აკადემიის სპეციალიზებული პოლიკლინიკის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის (100 პროცენტი) და დაკავებული მიწის ნაკვეთის პრივატიზება განხორციელდეს საზოგადოების შრომითი კოლექტივისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით.

2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ს. პავლიაშვილი) უზრუნველყოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მეცნიერებათა აკადემიის სპეციალიზებული პოლიკლინიკის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის (100 პროცენტი) და დაკავებული მიწის ნაკვეთის პრივატიზებისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია