მოქალაქე თ. მარისათვის ქუთაისში არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
520
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2001-12-20
სარეგისტრაციო კოდი
370.020.000.05.002.002.
მოქალაქე თ. მარისათვის ქუთაისში არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №520

2001 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

მოქალაქე თ. მარისათვის ქუთაისში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ

საქვეყნოდ ცნობილი დამსახურებული მოღვაწეების იაკობ და ნიკო მარების სახელობის სამუზეუმო კულტურის ცენტრის მშენებლობის მიზნით:

1) დაკმაყოფილდეს ქუთაისის მერიის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მოქალაქე თენგიზ მარს (მცხოვრები: თბილისი, ნუცუბიძის ქ. მე-2 მიკრორაიონი, სამხატვრო ბინა №48), საქვეყნოდ ცნობილი დამსახურებული მოღვაწეების იაკობ და ნიკო მარების სახელობის სამუზეუმო კულტურის ცენტრის მშენებლობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, შესაბამისი ნორმატიული ფასის გადახდით, გამოეყოს ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩა №1-ში მდებარე 741 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი.

2) ქუთაისის მერიამ (რ. მხეიძე) დადგენილი წესით უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გადაცემის გაფორმება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია