ქ. ხონში გალაქტიონ ტაბიძის ქუჩისთვის მერაბ თუთისანის სახელის მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-08-25
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-07
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.119.000626
ქ. ხონში გალაქტიონ ტაბიძის ქუჩისთვის მერაბ თუთისანის სახელის მინიჭების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.119.000.626

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2010 წლის 25 აგვისტო

ქ. ხონი

ქ. ხონში გალაქტიონ ტაბიძის ქუჩისთვის მერაბ თუთისანის სახელის მინიჭების შესახებ

რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში 2008 წლის 9 აგვისტოს ცხინვალში გმირულად დაღუპული თავდაცვის სამინისტროს მე-5 ბრიგადის ინსტრუქტორის, უფროსი სერჟანტის, ვახტან გორგასლის 1 ხარისხის ორდენის კავალერის მერაბ თუთისანის სახელის უკვდავყოფის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

ქ. ხონში გალაქტიონ ტაბიძის ქუჩას მიენიჭოს მერაბ თუთისანის სახელი.

    მუხლი 2

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ დადგენილების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია