საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №501
2001 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
გ. გამყრელიძისათვის პირდაპირი განკარგვის წესით მიწის ფართობის მიყიდვის შესახებ
დაკმაყოფილდეს ამბროლაურის რაიონის გამგეობის 2001 წლის 31 ოქტომბრის №73 დადგენილებით აღძრული შუამდგომლობა და ინდივიდუალურ მეწარმეს გიორგი გამყრელიძეს ავტოსერვისის მოსაწყობად მიეყიდოს პირდაპირი განკარგვის წესით, ნორმატიულ ფასში მის მიერ შეძენილი „სოფტექსერვისის“ შენობის მიმდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2850 კვ.მ მიწის ფართობი.
ე. შევარდნაძე