(ძალადაკარგულია - 30.07.2014, №15)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2010 წლის 25 აგვისტო
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №27 - სსმ V, №37, 27.09.2010 წ ., მუხ .1070
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №49 - სსმV, №59, 03.12.2010 წ., მუხ.1794
1. დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულება (დანართი №1).
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე
დანართი №1
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულება
ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად, განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 1. კომისიის სტატუსი
1. საფინანსო-საბიუჯეტო კომისია (შემდგომ „კომისია“) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.
4. კომისიის საქმიანობის წესი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).
მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია:
ა) აკონტროლებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს; გაიანგარიშებს შემოსულობებსა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლებს, შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ბ) განიხილავს, ამზადებს დასკვნას და თანამომხსენებლად გამოდის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვის, აგრეთვე ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვაზე;
გ) „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 78-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს ფრაქციის ან/და საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამგებლისათვის გაგზავნილ შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ;
დ) განიხილავს და ამზადებს დასკვნას გამგეობის საფინანსო სამსახურის მიერ „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 82-ე მუხლის შესაბამისად მომზადებული ბიუჯეტის ყოველთვიური და ყოველკვარტალური განწერის შესახებ;
ე) ყოველთვიურად განიხილავს გამგეობის საფინანსო სამსახურის მიერ „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 84-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მომზადებულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით წარმოდგენილ ანგარიშს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს;
ვ) „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 85-ე მუხლის შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ზ) შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათზე შეღავათების დადგენის, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
თ) (ამოღებულია - 29.09.10 №27);
ი) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას თვითმმართველი ერთეულის მიერ სესხის ან გრანტის აღების და შესაბამისი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით;
კ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებაზე მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრისა, აგრეთვე ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ ხელშეკრულების პროექტის თაობაზე;
ლ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებაზე;
მ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემაზე ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;
ნ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს მიერ მისაღები ნორმატიული პროექტების შესაძლო შედეგების საფინანსო–ეკონომიკური გაანგარიშების მართებულობის შესახებ;
ო) განიხილავს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი აუდიტორული შემოწმების ანაგარიშს და დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; ნიშნავს საკრებულოს სხდომაზე კომისიიდან თანამოხსენებელს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისას;
პ) ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №27 - სსმ V, №37, 27.09.2010 წ ., მუხ .1070
მუხლი 3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზაცია
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (ტექსტში შემდგომ – უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
2. სამსახურის უფროსი:
ა. უზრუნველყოფს მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და აგებს პასუხს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ. ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;
3. სამსახური თავისი საქმიანობის უზრუნველყოფას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო მოსამსახურეების მეშვეობით.
4. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: საბიუჯეტო განყოფილება, სახაზინო მომსახურების განყოფილება და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება (ბუღალტერია), რომელთაც ხელმძღვანელობენ განყოფილების გამგეები.
5. სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნქციებია:
ა. საბიუჯეტო განყოფილება – ბიუჯეტის პროექტის, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება, დამტკიცებული ბიუჯეტის განწერა თვეებისა ან/და კვარტა ლების მიხედვით და გამოყოფილი ასიგნებების შესახებ თითეული მხარჯავი დაწესებულებისათვის ინფორმაციის მიწოდება; საბიუჯეტო ვადების აღრიცხვა, სარეზერვო ფონდის ხარჯების აღრიცხვა; დამტკიცებული ბიუჯეტის განწერის საფუძველზე თითეული მხარჯავი სუბიექტის მიხედვით ხარჯების ლიმიტებად დაყოფა და ბიუჯეტის ცვლილებების კვალობაზე ამ ლიმიტების დაზუსტება საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე ბიუჯეტით გამოყოფილი წლიური ასიგნებების ფარგლებში თანხის ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ ცვლილებების მომზადება და დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტება ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების ცნობით, ამ ცნობის ერთი ეგზემპლარის სახაზინო მომსახურების განყოფილებისათვის გადაცემა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში მისთვის გასაგზავნად ინფორმაციის მომზადება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ; კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მომზადება კანონმდებლობის შესაბამისად და სამსახურის უფროსის დავალებით სხვა ფუნქციების განხორციელება;
ვ. სახაზინო მომსახურების განყოფილება – ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულება საბიუჯეტო დაწესებულებებიდან ხარჯთა ნუსხების მიღება; საბიუჯეტო ორგანიზაციებოის მიერ წარმოდგენილი ვალდებულებებისა და საგადასახადო მოთხოვნებოის მიღება- შემიწმება და დარეგისტრირება; სამსახურის უფროსის განკარგულების საფუძველზე საბიუჯეტო განყოფილების მიერ, გადმოცემული ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების ცნობით, საბიუჯეტო ორგანიზაციის დაზუსტებული გეგმისა და ბიუჯეტის ფაქტობრივი შემოსავლების ფარგლებში საბიუჯეტო ასიგნებების გაცემა; ბიუჯეტის გადასახდელების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა; კანონმდებლობის შესაბამისად და სამსახურის უფროსის დავალებით სხვა ფუნქციების განხორციელება;
გ. ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება (ბუღალტერია) – სამსახურის ხარჯთა ნუსხის შედგენა და სახაზინო მომსახურების განყოფილებაში წარდგენა; სამსახურისთვის ბიუჯეტით გამოყოფილი ხარჯების აღრიცხვა; საბიუჯეტო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშების სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა; სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებული შემოსულობების აღრიცხვა; ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახადების, ნაშთის ცვლილებებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით ანგარიშის მომზადება, ამ შემოსულობების დამტკიცებული გეგმის შესრულების ანგარიშების მომზადება, საბიუჯეტო დაწესებულებების ხარჯთანუსხების შესრულების ანგარიშების მიღება, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებისა და ბალანსის შედგენა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; აღებული სესხების აღრიცხვა და გაცემული სესხების მართვა; სახაზინო მომსახურების განყოფილებაში საგადასახადო მოთხოვნის რეგისტრაციის შემდეგ უნაღდო ანგარიშსწორებისათვის მიღებული საგადასახადო დავალებების დამუშავება, მომზადება და მომსახურე ბანკში წარდგენა გასანაღდებლად; ნაღდი ანგარიშსწორებისათვის საფულე ჩეკის გამოწერა მოლარის სახელზე, მომსახურე ბანკიდან შესაბამისი დოკუმენტაციის მიღების შემდეგ ხარჯების საბოლოო დადასტურება და საბიუჯეტო განყოფილებისათვის და მხარჯავი დაწესებულებისათვის შეტყობინება; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და სამსახურის უფროსის დავალებით საფინანსო- საბუღალტრო პროცესის სხვა ფუნქციების განხორციელება.
6. განყოფილების გამგე უძღვება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, კოორდინაციას უწევს ქვედანაყოფის მუშაკთა მიერ თავიანთი უფლებამოვალეობის შესრულებას, პასუხისმგებელია დებულებით განყოფილებისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და გამგებლის წინაშე.
7. სამსახურის განყოფილებათა გამგეებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი სამსახურის უფროსის წინადადების საფუძველზე.
8. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 1 4 აპრილის დადგენილება № 18 - ვებგვერდი, 18 . 04 .201 1 წ .
მუხლი 4. კომისიის საკონსულტაციო საბჭო
1. კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტებისაგან.
2. კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
3. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს, განიხილავს კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებს.
მუხლი 5. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის და კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არა უმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს