თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დამტკიცებისა და მისთვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
345
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-08-27
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-08
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.002.
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დამტკიცებისა და მისთვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №345

2001 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დამტკიცებისა და მისთვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის, მისი მუშაობის სრულყოფისა და ეფექტიანობის ამაღლების მიზნით,  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. ჩამოყალიბდეს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.

2. (ძალადაკარგულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №473-სსმ III, №69, 10.06.2005წ; მუხ.746

3. კონსერვატორიის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის სამინისტრომ.

4. კონსერვატორიას მიენიჭოს სპეციალური უფლებამოსილება და განათლების სფეროში სახელმწიფო ფინანსური ნორმატივების დამტკიცებამდე თავისი საქმიანობა ექსპერიმენტის სახით, წარმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან, საქართველოს განათლების სამინისტროსა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებული დროებითი ნორმატივების შესაბამისად.

5.  ეს ბრძანებულება ძალაში შევიდეს 2001 წლის 1 სექტემბრიდან.

ე. შევარდნაძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №473-სსმ III, №69, 10.06.2005წ; მუხ.746

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის

დებულება

(ძალადაკარგულია)

კრებსითი — სრული ვერსია