მოქალაქე კ. ქორიძისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
308
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-08-03
გამოქვეყნების თარიღი
2001-08-07
სარეგისტრაციო კოდი
370.020.000.05.002.002.
მოქალაქე კ. ქორიძისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №308

2001 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

მოქალაქე კ. ქორიძისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნუ­ლების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. დაკმაყოფილდეს ქ. თბილისის მერიის შუამდგომლობა და „სა­ხელ­მწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშ­ნულების მიწის ნაკვეთის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართ­ველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლების მეცნიერებათა საზოგადოებრივი აკადემიის აკადემიკოსს კახა ქორიძეს კერძო სკოლის­გარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მცირე ეკლესიის ასაშენებლად გადაეცეს პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში 660 კვ.მ მიწის ნაკვეთი მაყაშვილის ქ.-ზე №10 ჩიხში.

2. ქ.თბილისის მერიამ (ი.ზოდელავა) ერთ თვეში დადგენილი წესით უზრუნველყოს მოქალაქე კ. ქორიძის მიწის ნაკვეთის გაცემის გაფორმება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია