საქართველოში ჩეხეთის რეპუბლიკის საელჩოსათვის დამატებითი მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
295
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-07-28
გამოქვეყნების თარიღი
2001-07-30
სარეგისტრაციო კოდი
040.230.000.05.002.002.
საქართველოში ჩეხეთის რეპუბლიკის საელჩოსათვის დამატებითი მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №295

2001 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსათვის დამატებითი მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 ივნისის №579 განკარგულებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მერიის შუამდგომლობა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს შენობის ასაშენებლად გადაეცა საკუთრებაში 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის პროსპექტზე საფრანგეთის საელჩოს ასაშენებლად გამოყოფილ მიწის ნაკვეთსა და მშენებარე ეკლესიას შორის.

ქ. თბილისის მერია შუამდგომლობს იმის თაობაზე, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს შენობის ასაშენებლად ი. ჭავჭავაძის პროსპექტზე გამოყოფილი 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიმდებარედ დამა­ტებით გადაეცეს 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოათავისუფლა საფრანგეთის საელჩომ.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად:

1. დაკმაყოფილდეს ქ. თბილისის მერიის შუამდგომლობა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს შენობის ასაშენებლად დამატებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცეს საკუთრებაში საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 ივნისის №579 განკარგულებით ი. ჭავჭავაძის პროსპექტზე გამოყოფილი 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

2. ქ. თბილისის მერიამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბა­მისად უზრუნველყოს ყველა საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია