სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.143.000.600
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2010 წლის 24 აგვისტო
ქ. ხაშური
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №15 დადგენილების მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე