საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №273
2001 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
ქვეყანაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების, ზენორმატიული, ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების შემდგომი გამოყენების შესახებ
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საკმარისობის პრინციპისა და სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების შენახვის ტექნიკური პირობებიდან, აგრეთვე ზენორმატიული და ამორტიზებული სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო სპეცქონების უპირატესი რეალიზაციის ან უტილიზაციის (მათ შორის ჯართის სახით) აუცილებლობიდან გამომდინარე და ბიუჯეტგარეშე სახსრების მოზიდვის მიზნით:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ი. ოქრუაშვილი), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან“ ერთად სამ თვეში და შემდგომში ყოველი წლის პირველ კვარტალში წარადგინონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომაზე განსახილველად და დასამტკიცებლად იმ სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო სპეცქონების ძირითადი ჩამონათვალი, რომელთა შეიარაღებაში დატოვება მიზანშეწონილი არ არის და ექვემდებარება რეალიზაციას ან უტილიზაციას (მათ შორის ჯართის სახით).
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის ბრძანებულება №943 - სსმ III, №135, 21.11.2005 წ., მუხ.1488
2. სამხედრო ტექნიკის (მათ შორის სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების), შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო სპეცქონების, რომელთა შეიარაღებაში დატოვება მიზანშეწონილი არ არის, უტილიზაცია და რეალიზაცია მოახდინოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის ბრძანებულება №943 - სსმ III, №135, 21.11.2005 წ., მუხ.1488
21. ბრძანებულების მე-2 და 31 პუნქტით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხა 22 პუნქტში აღნიშნული წესის შესაბამისად განსაზღვრული ხარჯების გამოკლებით ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო აღნიშნული ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შემთხვევაში, ამონაგები თანხა მთლიანად ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის ბრძანებულება №426 - სსმ III, №95, 18.07.2006 წ., მუხ.1263
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 სექტემბრის ბრძანებულება №627 - სსმ III, №115, 22.09.2009 წ., მუხ.1306
22. ბრძანებულების მე-2 და 31 პუნქტებით გათვალისწინებული ქონების უტილიზაციისა და რეა-ლიზაციისათვის და/ან წარმოებისათვის ხარჯები (მათ შორის გადასახადები) ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და/ან აღნიშნული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხიდან, რომლის განაწილების წესი განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის ბრძანებულება №426 - სსმ III, №95, 18.07.2006 წ., მუხ.1263
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 სექტემბრის ბრძანებულება №627 - სსმ III, №115, 22.09.2009 წ., მუხ.1306
23. ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქონების რეალიზაცია ხორციელდება აუქციონის ფორმით, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №634 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1962
3. სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების ძირითადი სახეობების ფასი განისაზღვრება ექსპერტიზის ან აუდიტის საფუძველზე დადგენილი საბაზრო ფასის მიხედვით შემდეგი წესით:
ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქონების საწყისი გასაყიდი ფასი აუქციონის წესითა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით რეალიზაციის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ფასის 100 პროცენტის შესაბამისად;
ბ) ამ ბრძანებულების 31 პუნქტის მიზნებისათვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტასათვის“ ქონების გადაცემის შემთხვევაში, ქონების ღირებულება განისაზღვრება საბაზრო ფასის 100 პროცენტის შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 სექტემბრის ბრძანებულება №627 - სსმ III, №115, 22.09.2009 წ., მუხ.1306
31. სამხედრო ტექნიკის (მათ შორის სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების), შეიარაღების, საბ-რძოლო მასალებისა და სამხედრო სპეცქონების (რომელთა შეიარაღებაში დატოვება მიზანშეწონილი არ არის), აგრეთვე ამ ქონების უტილიზაციით მიღებული ნარჩენების ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა ,,დელტამ“ შესაძლებელია განახორციელოს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის უსასყიდლოდ გადაცემა ან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით მისი რეალიზაცია. ამ პუნქტით განსაზღვრული მიზნით სარეალიზაციო პროდუქციის წარმოებისათვის გამოყენებული სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება, საბრძოლო მასალები, სამხედრო სპეცქონება და უტილიზაციის შედეგად მიღებული ნარჩენები საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას“ გადაეცემა ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილ ფასად, რომლის ზუსტი ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით, რომლის ბალანსზე იმყოფება გადაცემული ქონება.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 სექტემბრის ბრძანებულება №627 - სსმ III, №115, 22.09.2009 წ., მუხ.1306
4. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის ბრძანებულება №943 - სსმ III, №135, 21.11.2005 წ., მუხ.1488
5. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის ბრძანებულება №943 - სსმ III, №135, 21.11.2005 წ., მუხ.1488
6. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის ბრძანებულება №943 - სსმ III, №135, 21.11.2005 წ., მუხ.1488
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის ბრძანებულება №943 - სსმ III, №135, 21.11.2005 წ., მუხ.1488
2. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის ბრძანებულება №426 - სსმ III, №95, 18.07.2006 წ., მუხ.1263
3. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №634 - სსმ III, №187, 31.12.2008 წ., მუხ.1962
4. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 სექტემბრის ბრძანებულება №627 - სსმ III, №115, 22.09.2009 წ., მუხ.1306
დანართი I
(ამოღებულია)
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 სექტემბრის ბრძანებულება №627 - სსმ III, №115, 22.09.2009 წ., მუხ.1306