თიღვის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
თიღვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-08-13
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-06
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.145.000373
თიღვის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.145.000.373

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2010 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №2 9 -სსმ V, №62, 10.12.2010 წ ., მუხ .18 72

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 

თიღვისმუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №20- ვებგვერდი, 09.09.2014წ. 

1. დამტკიცდეს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1).

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №2 9 -სსმ V, №62, 10.12.2010 წ ., მუხ .18 72

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 დეკემბრის №36 დადგენილება;

ბ) „თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 დეკემბრის №38 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე

რ. ჭავჭავაძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №29-სსმV, №62, 10.12.2010წ.,მუხ.1872

2. თიღვის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014  წლის  6  ოქტომბრის  დადგენილება №20 - ვებგვერდი, 09.09.2014წ. 

დანართი №1

თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება

    მუხლი 1. თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

1. თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დასაქმების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №2 9 -სსმ V, №62, 10.12.2010 წ ., მუხ .18 72

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

3. (ამოღებულია – 6.12.2010, №29 )

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №2 9 -სსმ V, №62, 10.12.2010 წ ., მუხ .18 72

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;

გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას;

დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;

ე) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ვ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ზ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;

თ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;

ი) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;

კ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

კრებსითი — სრული ვერსია