თიღვის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
თიღვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-08-13
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-06
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.145.000372
თიღვის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.145.000.372

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2010 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №2 8 -სსმV, №62, 10.12.2010წ.,მუხ.18 71

„ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “ საქართველოს ორგანული კანონის 24- ე მუხლის პირველი პუნქტის „ გ . ბ “ ქვეპუნქტისა და 61- ე მუხლის მე -2 შესაბამისად , 

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №2 5 - ვებგვერდი, 09.09.2014წ. 

 

1. დამტკიცდეს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება (დანართი №1).

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №2 8 -სსმV, №62, 10.12.2010წ.,მუხ.18 71

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჭავჭავაძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №28-სსმV, №62, 10.12.2010წ.,მუხ.1871

     2. თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 თებერვლის დადგენილება № 5 - ვებგვერდი, 11.02.2014წ.

3. თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №2 5 - ვებგვერდი, 09.09.2014წ. 

 

 

დანართი №1

თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება

    მუხლი 1. თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური

1. თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საკრებულოსა და გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას, მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №2 8 -სსმV, №62, 10.12.2010წ.,მუხ.18 71

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია შიდა აუდიტის განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნისა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამგებლის გადაწყვეტილებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის განყოფილების უფროსი ან ერთ-ერთი მოხელე.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის გადაწყვეტილებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №28-სსმV, №62, 10.12.2010წ.,მუხ.1871

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 11.02.2014წ.

 

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

გ) საკრებულოს დადგენილებების სისტემატიზაციასა და კოდიფიცირებას;

დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;

ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;

ზ) გამგეობის წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასებას;

თ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას;

ი) გამგეობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგს;

კ) გამგეობის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;

ლ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასებას;

მ) გამგეობის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასებას;

ნ) სხვა საქმიანობებს, რომლებიც გამომდინარეობს გამგეობის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;

ო) ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შიდა აუდიტის საქმიენობის განხორციელებას.

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 11.02.2014წ.

    მუხლი 4. სამსახურის შიდა აუდიტის განყოფილების ფუნქციები

სამსახურის შიდა აუდიტის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) გამგეობის წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასებას;

ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას;

გ) გამგეობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგს;

დ) გამგეობის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;

ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასებას;

ვ) გამგეობის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასებას;

ზ) სხვა საქმიანობებს, რომლებიც გამომდინარეობს გამგეობის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;

თ) ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შიდა აუდიტის საქმიენობის განხორციელებას.

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 11.02.2014წ.

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია