„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 ივნისის №5/3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-08-03
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-11
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.133.000159
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 ივნისის №5/3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.133.000.159

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2010 წლის 3 აგვისტო

დაბა ხელვაჩაური

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 ივნისის №5/3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 ივნისის №5/3 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა“ №91, 15.06.07, გვ. 10) დამტკიცებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აპარატი ახორციელებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების (ტერიტორიული ორგანოების) საქ­მიანობის კოორდინაციას და მათ მიერ გამგებლის დავალებებისა და ბრძანებების, აგრეთვე გამგებლის მოადგილის (მოადგილეების) დავალებების შესრულების კონტროლს, გამგეობის ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზებას, უზრუნველყოფს გამ­გეობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო დოკუმენტების წარმოებას; ახორციელებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფი­ზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების ანალიზს.“;

ბ) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გამგებლის ინიციატივით მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენილ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი მასალების მომზადების კორდინაცია.”;

გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დასამტკიცებლად.“;

დ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7

აპარატის საშტატო ნუსხას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე

კრებსითი — სრული ვერსია