„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 აპრილის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
21
მიმღები ორგანო
ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-08-24
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-03
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.134.000576
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 აპრილის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.050.35.134.000.576

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2010 წლის 24 აგვისტო

დაბა ქედა

„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 აპრილის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 აპრილის №45 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“, №69, 03.05.07, გვ.10) შეტანილი იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ბ. დიასამიძე

დანართი

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურა

1. ადმინისტრაციული სამსახური:

ა) იურიდიული და საკადრო საკითხთა განყოფილება.

2. საფინანსო სამსახური:

ა) ბიუჯეტისა და პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება;

ბ) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილება;

გ) სახაზინო განყოფილება.

3. ზედამხედველობის სამსახური.

4. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

5. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.

6. სახანძრო დაცვის სამსახური.

7. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.

8. ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახური:

ა) ქონების, მიწის მართვისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილება;

ბ) მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება;

გ) შესყიდვების განყოფილება.

 

კრებსითი — სრული ვერსია