საქართველოში ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკის დღის დაწესების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
217
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-05-30
გამოქვეყნების თარიღი
2001-06-01
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.002.002.
საქართველოში ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკის დღის დაწესების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №217

2001 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოში  ნავთობისა  და  გაზის მრეწველობის მუშაკის დღის დაწესების შესახებ

საქართველოში ნავთობისა და გაზის სისტემაში მომუშავეთა მიერ ქვეყნის სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის მე-4 ყრილობის გადაწყვეტილების გათვალისწინებით:

1. დაწესდეს საქართველოში ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკის დღე.

2. ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკის დღედ გამოცხადდეს სექტემბრის პირველი კვირა დღე და ეწოდოს „ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკის დღე“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია