„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 19 მარტის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-08-17
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-01
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.131.000513
„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 19 მარტის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სარეგისტრაციო კოდი 210.020.010.35.131.000.513

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №-10

2010 წლის 17 აგვისტო

ქ. ქობულეთი

„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 19 მარტის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 19 მარტის №24 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ 29.03.07; №48; გვ.17) შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილება:

ა) დადგენილების 2.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.3. სატენდერო მოსაკრებელი – 150 ლარის ოდენობით;“.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია