საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ასაშენებლად მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
155
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-04-26
გამოქვეყნების თარიღი
2001-04-27
სარეგისტრაციო კოდი
040.230.000.05.002.001.
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ასაშენებლად მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №155

2001 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ასაშენებლად მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ

1. დაკმაყოფილდეს თბილისის მერიის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად გადაეცეს საკუთრებაში საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს შენობის ასაშენებლად 6278 კვ.მ. მიწის ნაკვეთი თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, რუსეთის ფედერაციის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს, უკრაინის საელჩოს მიწის ნაკვეთის მიმდებარედ.

2. თბილისის მერიამ (ვ. ზოდელავა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს ყველა საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია