საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №163
2001 წლის 28 აპრილი
ქ. თბილისი
დ. კირვალიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრს დავით კირვალიძეს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის საკრედიტო ხელშეკრულების (ირიგაციისა და დრენაჟის მომხმარებელთა ორგანიზაციების განვითარების პროექტი) ტექსტის მიღების მიზნით და ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტებს.
ე. შევარდნაძე