საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №106
2001 წლის 19 მარტი
ქ. თბილის
საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ
დაკმაყოფილდეს საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის თხოვნა და, მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მის ბალანსზე არსებული შენობის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლის ორმოცდაათი პროცენტი დარჩეს მუზეუმის განკარგულებაში, ხოლო დანარჩენი ორმოცდაათი პროცენტი ჩაირიცხოს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.
ე. შევარდნაძე