„ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ~ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 მარტის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-06-25
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-01
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.106.004424
„ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ~ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 მარტის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2010  წლის 25 ივნისი

ქ. ხობი

„ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 მარტის  №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 მარტის №29 დადგენილების №1 დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და  გამგებლის თანამდებობრივი  სარგო განისაზღვროს 2360 ლარის ოდენობით.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                 მ. ჭოხონელიძე

კრებსითი — სრული ვერსია