სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.161.000.579
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №50
2010 წლის 25 აგვისტო
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №36 დადგენილებით დამტკიცებულ “გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება 2010 წლის (2010 წლის 13 აგვისტოს №36) დადგენილებით დამტკიცებულ “გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულებაში“ და მე-6 მუხლს დაემატოს მე-15 პუნქტი.
მუხლი 2
მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. მშენებლობის ნებართვებზე ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება (მათ შორის, შუალედური ადმინისტრაციული აქტის გამოცემა) და პროექტების შეთანხმება.“.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - . გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის დადგენილება №53- სსმ V, №32. 30.09.2010 წ., მუხ.914