საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების ძალების სპეციალური მომზადების ცენტრ ,,ბოლნისის" ფუნქციონირების აღდგენის ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
85
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2001-03-13
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.05.002.001.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების ძალების სპეციალური მომზადების ცენტრ ,,ბოლნისის" ფუნქციონირების აღდგენის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 85

2001 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების ძალების სპეციალური მომზადების ცენტრ „ბოლნისის“ ფუნქციონირების აღდგენის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისა და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდე­ბულებათა მოთხოვნებიდან გამომდინარე:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე) დაინ­ტერესებულ უწყებებთან ერთად განახორციელოს სათანადო ღონის­ძიებები სპეციალური მომზადების ცენტრ „ბოლნისის“ ფუნქციონირების აღსადგენად.

2. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 30 იანვრის №78 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს სამინისტროების, უწყე­ბებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საქართველოს სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებზე შეფობის ნუსხაში“ შეტანილ იქნეს დამატება:

„21. ბოლნისის რაიონი

№15777

სპეციალური მომზადების

ცენტრი „ბოლნისი“

  ბოლნისის რაიონის გამგეობა“.

3. ბოლნისის რაიონის გამგეობამ (ზ. ჯაფარიძე) საქართველოს თავ­­დაცვის სამინისტროს აღმოუჩინოს ყველა შესაძლო დახმარება სპეციალური მომზადების ცენტრ „ბოლნისის“ ფუნქციონირების აღდგენაში.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია