(ძალადაკარგულია - 12.06.2017, №156)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №76
2001 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის საბჭოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოებისა (შემდგომში – „იუსტიციის საბჭო“) და მათი აპარატების მოხელეთათვის სპეციალური წოდებების შერჩევისა და მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 მაისის №231 ბრძანებულება - სსმ III, №44 10.05.2002 წ., მუხ.421
დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოს საქართველოს იუსტიციის საბჭოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოებისა (შემდგომში – „იუსტიციის საბჭო“) და მათი აპარატების მოხელეთათვის სპეციალური წოდებების შერჩევისა და მინიჭების წესის შესახებ“.
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 მაისის №231 ბრძანებულება - სსმ III, №44 10.05.2002 წ., მუხ.421
ე. შევარდნაძე
დებულება საქართველოს იუსტიციის საბჭოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოებისა (შემდგომში – „იუსტიციის საბჭო“) და მათი აპარატების მოხელეთათვის სპეციალური წოდებების შერჩევისა და მინიჭების წესის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 მაისის № 231 ბრძანებულება - სსმ III, № 44 10.05. 20 02 წ ., მუხ .421
მუხლი 1
ეს დებულება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრთა და საქართველოს იუსტიციის საბჭოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოებისა (შემდგომში – „იუსტიციის საბჭო“) და მათი აპარატების მოხელეთათვის სპეციალური წოდების შერჩევისა და მინიჭების წესს.
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 მაისის №231 ბრძანებულება - სსმ III, №44 10.05.2002 წ., მუხ.421
მუხლი 2
იუსტიციის საბჭოს სპეციალური წოდებებია:
უმცროსი იურისტი;
III კლასის იურისტი;
II კლასის იურისტი;
I კლასის იურისტი;
იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;
იუსტიციის მრჩეველი;
იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი;
იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 მაისის № 231 ბრძანებულება - სსმ III, № 44 10.05. 20 02 წ ., მუხ .421
მუხლი 3
1. საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრს, გარდა „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირისა, თანამდებობაზე გამწესებასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი მიანიჭებს იუსტიციის უფროსი მრჩევლის სპეციალურ წოდებას.
2. იუსტიციის საბჭოს იმ წევრს, რომელსაც თანამდებობაზე გამწესების დროს მინიჭებული ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულზე უფრო მაღალი წოდება, უნარჩუნდება ან მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების წევრებს, გარდა „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, თანამდებობაზე გამწესებასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის თანხმობით, მიანიჭებს იუსტიციის უფროსი მრჩევლის სპეციალურ წოდებას.
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 მაისის № 231 ბრძანებულება - სსმ III, № 44 10.05. 20 02 წ ., მუხ .421
მუხლი 4
იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად, წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, შესაბამისი იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა შესაბამისი სპეციალური წოდება.
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 მაისის № 231 ბრძანებულება - სსმ III, № 44 10.05. 20 02 წ ., მუხ .421
მუხლი 5
იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელისათვის მომდევნო სპეციალური წოდების მინიჭება ხდება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით და წესით.
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 მაისის № 231 ბრძანებულება - სსმ III, № 44 10.05. 20 02 წ ., მუხ .421
მუხლი 6
იმ პირებს, რომლებსაც იუსტიციის საბჭოში მუშაობის დაწყებამდე ჰქონდათ „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდება, მიენიჭებათ შესაბამისი რანგის სპეციალური წოდება.
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 მაისის № 231 ბრძანებულება - სსმ III, № 44 10.05. 20 02 წ ., მუხ .421
მუხლი 7
იმ პირებს, რომლებიც ადრე მუშაობდნენ იუსტიციის საბჭოში და მათ ხელახლა იღებენ სამსახურში, შეიძლება მიენიჭოთ სპეციალური წოდება ერთი საფეხურით ზევით, წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 მაისის № 231 ბრძანებულება - სსმ III, № 44 10.05. 20 02 წ ., მუხ .421
მუხლი 8
იუსტიციის საბჭოს წინაშე მომდევნო სპეციალური წოდების მისანიჭებლად შესაბამისი იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელის წარდგენას ახდენს იმავე იუსტიციის საბჭოს სასამართლო პერსონალის სექტორის უფროსი.
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 მაისის № 231 ბრძანებულება - სსმ III, № 44 10.05. 20 02 წ ., მუხ .421
მუხლი 9
იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელისათვის მომდევნო წოდების მისანიჭებლად გაფორმებულ წარდგინებაში უნდა აღინიშნოს წარდგენილი პირის სააღრიცხვო მონაცემები – ნამსახურობის ნუსხა, უკანასკნელი ატესტაციის დასკვნა და წოდების მინიჭების საფუძველი.
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 მაისის № 231 ბრძანებულება - სსმ III, № 44 10.05. 20 02 წ ., მუხ .421
მუხლი 10
იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელეს სპეციალური წოდება ვადამდე შეიძლება მიენიჭოს ატესტაციის შედეგების მიხედვით ან განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 მაისის № 231 ბრძანებულება - სსმ III, № 44 10.05. 20 02 წ ., მუხ .421
მუხლი 11
იუსტიციის საბჭოს წინაშე სპეციალური წოდების ვადამდე მისანიჭებლად იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელის წარდგენის უფლება აქვს შესაბამისი იუსტიციის საბჭოს მდივანსა და იმავე იუსტიციის საბჭოს წევრს.
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 მაისის № 231 ბრძანებულება - სსმ III, № 44 10.05. 20 02 წ ., მუხ .421
მუხლი 12
იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელისათვის სპეციალური წოდების ვადამდე მისანიჭებლად გაფორმებულ წარდგინებაში ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების გარდა უნდა აღინიშნოს წარდგენილი პირის დახასიათება, სამეცნიერო ხარისხი (თუ ასეთი აქვს), მინიჭებულ წოდებაში ყოფნის ვადა და წოდების ვადამდე მისანიჭებლად წარდგენის ამ დებულების მე-10 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 მაისის № 231 ბრძანებულება - სსმ III, № 44 10.05. 20 02 წ ., მუხ .421
მუხლი 13
იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელეს შეიძლება ჩამოერთვას მინიჭებული სპეციალური წოდება სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევისათვის, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 მაისის № 231 ბრძანებულება - სსმ III, № 44 10.05. 20 02 წ ., მუხ .421
მუხლი 14
იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელისათვის სპეციალური წოდების ჩამორთმევის საკითხის დასმის უფლება აქვთ შესაბამისი იუსტიციის საბჭოს მდივანსა და იმავე იუსტიციის საბჭოს წევრს.
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 მაისის № 231 ბრძანებულება - სსმ III, № 44 10.05. 20 02 წ ., მუხ .421