თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი
2010-08-30
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-03
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.160.000593
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 210.020.010.35.160.000.593

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №17

2010 წლის 30 აგვისტო

ქ. რუსთავი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

შევიდეს ცვლილება თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის №65 დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. თვითმმართველ ქალაქ რუსთავში 2010 წლის 1 დეკემბრამდე დადგინდეს სატენდერო მოსაკრებლის განაკვეთი და მისი ოდენობა განისაზღვროს 150 ლარით“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კ. ბარათაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია