„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის ტერიტორიული ორგანოების დებულებისა და ბეჭდების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №243 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
45
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი
2010-09-03
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-20
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.123.000756
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის ტერიტორიული ორგანოების დებულებისა და ბეჭდების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №243 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება №45

2010 წლის 3 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის ტერიტორიული ორგანოების დებულებისა და ბეჭდების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №243 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის 2010 წლის 29.07 №01–10/631 წერილში მითითებული სამართლებრივი შენიშვნების გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ადგენს :

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის ტერიტორიული ორგანოების დებულებისა და ბეჭდების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №243 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლის ნუმერაციის აღმნიშვნელი რომაული ციფრი: „I“ შეიცვალოს არაბული ციფრით: „1“.

2. დადგენილების №1 დანართში /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის ტერიტორიული ორგანოების დებულება/:

ა. პირველი მუხლის ნუმერაციის აღმნიშვნელი რომაული ციფრი: „I“ შეიცვალოს არაბული ციფრით: „1“.

ბ. მე-5 მუხლის სათაურში, ამავე მუხლის მე-2 პუნქტსა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები: „მერის რწმუნებული“, შეიცვალოს სიტყვებით: „მერიის რწმუნებული“.

გ. მე-5 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები: „სამსახურის უფროსი“ შეიცვალოს სიტყვებით: „ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – მერიის რწმუნებული“.

დ. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ/ წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას და პასუხისმგებელია ტერიტორიული ორგანოს მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე“.

ე. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებში სიტყვა: „სამსახურის“ შეიცვალოს სიტყვებით: „ტერიტორიული ორგანოს“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს, კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  ა. ხვადაგიანი

 

კრებსითი — სრული ვერსია