„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №233 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
42
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი
2010-09-03
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-20
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.123.000753
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №233 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება №42

2010 წლის  3 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №233 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის 2010 წლის 29.07 №01–10/636 წერილში მითითებული სამართლებრივი შენიშვნების გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ადგენს:

    მუხლი 1

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №233 დადგენილების №1 დანართში /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავების საქალაქო სამსახურის დებულება/ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის ნუმერაციის აღმნიშვნელი რომაული ციფრი – „I“ შეიცვალოს არაბული ციფრით – „1“.

2. მე-3 მუხლში /სამსახურის ძირითადი ფუნქციები/:

ა/ მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის დასახლებული ტერიტორიის დაგვა–დასუფთავების ორგანიზების ხელშეწყობა და კოორდინირება“.

ბ/ მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ქალაქ ქუთაისის დაგვა–დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის რეგულირების მიზნით წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადება“.

გ/ მე-6 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ქალაქის ტერიტორიის დასუფთავების მიზნით ჩასატარებელი ღონისძიებების ორგანიზება“.

3. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს, კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  ა.ხვადაგიანი

კრებსითი — სრული ვერსია