საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის 2001-2002 წლის ინდივიდუალური პროგრამის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
32
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2001-01-31
სარეგისტრაციო კოდი
480.200.000.05.002.001.
საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის 2001-2002 წლის ინდივიდუალური პროგრამის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №32

2001 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის 2001-2002 წლის ინდივიდუალური პროგრამის შესახებ

ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის სრულყოფის მიზნით:

1. დამტკიცდეს საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის 2001-2002 წლის თანდართული ინდივიდუალური პროგრამა.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე), საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი), სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე) 2001 წლის 1 მარტამდე წარმოადგინონ საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის 2001-2002 წლის ინდივიდუალური პროგრამით გათვალისწინებულ სამხედრო წვრთნებსა და სხვა ღონისძიებებში შესაბამისი სტრუქტურების, ქვედანაყოფებისა და ექსპერტთა ჯგუფების მონაწილეობის გეგმა.

3. „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის საკითხთა კოორდინაციის სახელმწიფო კომისიამ:

ა) კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის 2001-2002 წლის ინდივიდუალური პროგრამის განხორციელებას;

ბ) წელიწადში ერთხელ მოახსენოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის მიმდინარეობა.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია