"თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
60
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი
2010-12-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-30
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.123.016012
"თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი  ქალაქის – ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება № 60    

2010 წლის 15 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი  ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის № 7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1 -ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი  ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილების № 1 დანართის / თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულება / , მე-3 მუხლის, მე-4 პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ “. ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულები: მერიის აპარატი; ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; არქიტექტურის საქალაქო სამსახური; ახალგაზრდობის ა და სპორტის საქმეთა საქალაქო სამსახური; დასუფთავების საქალაქო სამსახური; ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახური ; კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური; კონტროლის საქალაქო სამსახური ; კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების საქალაქო სამსახური; საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების საქალაქო სამსახური; საგანგებო სიტუაციების მართვის საქალაქო სამსახური; სამხედრო საქალაქო სამსახური; საფინანსო საქალაქო სამსახური; სახელმწიფო შესყიდვების საქალაქო სამსახური ; ტრანსპორტის საქალაქო სამსახური; ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა საქალაქო სამსახური “.

მუხლი 2 . დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                       ა.ხვადაგიანი

კრებსითი — სრული ვერსია