საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების დაჩქარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
27
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2001-01-30
სარეგისტრაციო კოდი
040.110.030.05.002.001.
საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების დაჩქარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ

­საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №27

2001 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების დაჩქარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ

სტრუქტურული გარდაქმნის მესამე კრედიტის (sac-III) პირობების შესრულებისა და რიგი სააქციო საზოგადოებების აქციათა პაკეტის პრივატიზების დაჩქარების მიზნით, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე:

1. ნება დაერთოს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ნომინალური ღირებულების 25 პროცენტი საწყისი ფასით გასაყიდად გატანის შედეგად გაუყიდავად დარჩენილი რიგი სააქციო საზოგადოებების სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტების გაყიდვა განახორციელოს სპეციალიზებულ აუქციონზე ნულოვანი საწყისი ფასით, თანდართული დანართის შესაბამისად.

2. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით დაუშვას შესაბამისი მითითება საბანკო დაწესებულებებისადმი ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ნულოვანი საწყისი ფასით სპეციალიზებული აუქციონის ორგანიზების უზრუნველსაყოფად.

3.  ეთხოვოთ   საქართველოს    ტელევიზიას   და  რადიომაუწყებლობას, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკას“ და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს სისტემატურად გააშუქონ ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა მიმდინარეობა.

ე. შევარდნაძე

 

დანართი

 

N

სააქციო საზოგადოების

დასახელება

(სახელწოდება გარდაქმნამდე)

გამოშვებული

აქციების

რაოდენობა

აუქციონზე

გასაყიდი

აქციების

რაოდენობა

% საწესდებო

კაპიტალი

ნომინალური

ღირებულება

დოლარებში

კოდი

სააქციო საზოგადოების

მისამართი

ტელეფონი, ფაქსი

1

1022. „შენობა-ნაგებობის მშენებელი“ („შ.ნ.მ.“ სა.).

170365

153330

90

153330

238-1022

თბილისი, ქინძმარაულის 29

2

1034. „ენერგორემმშენი“ (სპეციალიზებული სა.).

512236

461000

90

461000

234-1034

ვეკუას 1

 

             ს უ ლ :

682601

614330

ღღ

614330

 

 

საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი

პ. მამრაძე

კრებსითი — სრული ვერსია