საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №13
2001 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
დ. მირცხულავასა და კ. გვენეტაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოთ უფლებამოსილება საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრს დავით მირცხულავას და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს კობა გვენეტაძეს, რათა ხელი მოაწერონ 22-30 იანვარს ქ. ვაშინგტონში დაგეგმილ მოლაპარაკებაზე საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ხელშემწყობ პროექტთან დაკავშირებულ ოქმს.
ე. შევარდნაძე