საქართველოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების კორპორაციის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
553
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2001-01-10
სარეგისტრაციო კოდი
320.110.000.05.002.001.
საქართველოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების კორპორაციის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №553

2000 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების კორპორაციის შექმნის შესახებ

საქართველოს ტერიტორიის მსოფლიო მნიშვნელობის სატრანზიტო დერეფნის ფუნქციების გაზრდასთან დაკავშირებით აუცილებელია შეიქმნას და განვითარდეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, ურომლისოდაც ვერ განხორციელდება სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციები. ამ მიმართულებით სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალებისა და ქსელების განვითარების, ინფრასტ­რუქტურის შექმნის, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების მუშაობის კოორდინაციის, მათი საქმიანობისათვის საჭირო ხელ­შემწყობი პირობების შექმნისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:

1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს „საქართველოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების კორპორაციის“ სახელმწიფო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზო­გადოე­ბად ჩამოყალიბება, რომლის წილის 100 პროცენტის მესაკუთრე იქნება სახელმწიფო.

2. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამი­ნისტრომ (მ.ადეიშვილი) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს შპს „საქართველოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების კორპორაციის“ დაფუძნება.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია