„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილებით დამტკიცებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-08-13
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-25
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.161.000441
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილებით დამტკიცებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.161.000.441

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2010 წლის 13 აგვისტო

ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილებით დამტკიცებულ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

 შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილებით დამტკიცებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-12 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და მე-13 მუხლის პირველ პუნქტში.

    მუხლი 2

 შევიდეს ცვლილება მე-12 მუხლის მეორე პუნქტის ­„ა“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გამგეობის ადმინისტრაციის სამსახური.“.

    მუხლი 3

შევიდეს ცვლილება მე-13 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.“.

    მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე,

    მუხლი 5

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში (ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია