საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ფუნქციონირების ხელშემწყობი ღონისძიების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
536
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2000-12-29
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.05.002.001.
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ფუნქციონირების ხელშემწყობი ღონისძიების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №536

2000 წლის 25 დეკემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ფუნქციონირების ხელშემწყობი ღონისძიების შესახებ

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისათვის, რო­გორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ორგანო­სათვის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილების გან­ხორციელების მიზნით:

1. გადაეცეს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას უსასყიდლო უვადო უზუფრუქტის ფორმით თბილისში, რუსთაველის პროსპ. №12-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის მე-6 სართულის ნაწილი და მე-7 სართული მთლიანად (სულ 1103 კვ.მ).

2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ.უკლება) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთან (მ.ადეიშვილი) ერთად ერთ თვეში უზრუნველყოს შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია