საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №533
2000 წლის 23 დკემებერი
ქ. თბილისი
საქართველოს კონტროლის პალატისათვის შენობის გადაცემის და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ნოემბრის №498 ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ
საქართველოს კონტროლის პალატის მუშაობის ხელშეწყობის მიზნით:
1. ქ. თბილისში მმართველობის სისტემის რეფორმირების განხორციელების შედეგად გამოთავისუფლებული ისნის რაიონის გამგეობის შენობა მთლიანად გადაეცეს ბალანსზე საქართველოს კონტროლის პალატას.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს კონტროლის პალატისათვის ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის შენობის ბალანსზე გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ნოემბრის №498 ბრძანებულება.
ე. შევარდნაძე