საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №525
2000 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
ლ. მიქელაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ავსტრიის რესპუბლიკაში ლევან მიქელაძეს, რათა ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებას.
ე. შევარდნაძე