საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №501
2000 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
სასაზღვრო საგუშაგო „სოლიფერდისათვის“ სასაზღვრო ძალების პოლკოვნიკ გ. ლაზიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დაკმაყოფილდეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შუამდგომლობა და სასაზღვრო რაზმ „ახალციხის“ სასაზღვრო საგუშაგო „სოლიფერდს“ მიენიჭოს სასაზღვრო ძალების პოლკოვნიკ გ. ლაზიაშვილის სახელი.
ე. შევარდნაძე