საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №458
2000 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოწყობის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 სექტემბრის №427 ბრძანებულებით დამტკიცებულ კომისიაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოწყობის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 სექტემბრის №427 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოწყობის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისიაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს ჯონი ხეცურიანი.
2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:
მალხაზ კაკაბაძე – საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი
მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
ე. შევარდნაძე