„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 8 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-08-13
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-02
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.115.000568
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 8 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სარეგისტრაციო კოდი 200.230.000.35.115.000.568

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2010 წლის 13 აგვისტო

დ. ლენტეხი

„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 8 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 8 აგვისტოს №34 დადგენილებაში და დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიზიკური პირისათვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით;

ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1%-ის ოდენობით.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                             ვ. ქურასბედიანი

შენიშვნა:

· „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ (V ნაწილი, №8, 09.08.2010) დაბეჭდილ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №№4, 5, 6, 7, 8, 9 დადგენილებებში ნაცვლად გამოქვეყნებული ხელმოწერისა „საკრებულოს თავმჯდომარე დ. თუთარაშვილი“ უნდა მიეთითოს „საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დ. თუთარაშვილი“.

· „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ №15-ში (V ნაწილი, 24.08.2010, მუხ. 379) გამოქვეყნებული ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №17 დადგენილების დანართი №1 დაიბეჭდა ტექნიკური ხარვეზით, რის გამოც აღნიშნული დანართი ქვეყნდება განმეორებით:

 

 

დანართი №1

 

ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

 

№

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო (ლარებში)

1

მუნიციპალიტეტის გამგებელი

2360

2

გამგებლის მოადგილე

900

3

გამგებლის თანაშემწე

450

4

ადმინისტრაციული სამსახური

 

ა

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

700

ბ

ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების, საინფორმაციო და კადრების განყოფილების უფროსი

500

გ

ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი

500

დ

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – წამყვანი სპეციალისტი

420

ე

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – უფროსი სპეციალისტი

400

ვ

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სპეციალისტი

350

5

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

 

ა

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

700

ბ

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების უფროსი

500

გ

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – წამყვანი სპეციალისტი

420

დ

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – უფროსი სპეციალისტი

400

6

ეკონომიკური განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური

 

ა

ეკონომიკური განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი

700

ბ

ეკონომიკური განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი

500

გ

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – უფროსი სპეციალისტი

400

7

განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური

 

ა

განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი

700

ბ

განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი

500

გ

განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი

500

დ

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – წამყვანი სპეციალისტი

420

ე

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – უფროსი სპეციალისტი

400

8

სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური

 

ა

სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსი

700

ბ

სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სახანძრო განყოფილების უფროსი

500

გ

სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სამაშველო განყოფილების უფროსი

500

დ

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – უფროსი სპეციალისტი

400

9

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური

 

ა

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი

700

ბ

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სამხედრო აღრიცხვის განყოფილების უფროსი

500

გ

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – წამყვანი სპეციალისტი

420

დ

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – უფროსი სპეციალისტი

400

10

ტერიტორიული ორგანო

 

ა

ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული

400

ბ

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სპეციალისტი

350

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია