საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1029
2010 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №1 დანართის:
ა.ა) მე-7 პუნქტში სიტყვები: „სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოსამსახურეს ასევე აუნაზღაურდება მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოსამსახურეს ასევე აუნაზღაურდება მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო სამთავრობო დელეგაციის წევრებს – მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები”;
ა.ბ) მე-15 პუნქტში სიტყვა: ,,აუნაზღაურდებათ” შეიცვალოს სიტყვებით: ,,შესაძლებელია აუნაზღაურდეთ”;
ა.გ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. მოსამსახურეს სამივლინებო თანხა ავანსის სახით უნდა მიეცეს მივლინებაში გამგზავრებამდე, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისებისა.“;
ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №1 დანართს დაემატოს შედეგი შინაარსის 171 პუნქტი:
„171. ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინებისას მოსამსახურეს სამივლინებო თანხა შეიძლება მიეცეს მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ ფაქტობრივად გაწეული შესაბამისი ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარდგენიდან არა უგვიანეს 30 დღისა.“;
გ) ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-18 პუნქტში სიტყვები (ციფრები): „არა უგვიანეს 45 დღისა” შეიცვალოს სიტყვებით (ციფრებით): „არა უგვიანეს 60 დღისა”;
დ) ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით დამტკიცებული №3 დანართის შენიშვნების მე-5 პუნქტში სიტყვები: „ხოლო სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოსამსახურეს მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები” შეიცვალოს სიტყვებით: ,,აგრეთვე სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოსამსახურეს მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო სამთავრობო დელეგაციის წევრებს – მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი