საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 1027
2010 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულების (სსმ III , 2004 წ., №60, მუხ. 516) პირველი პუნქტით შექმნილი კომისიის შემადგენლობაში შეტანილ იქნეს ცვლილება და გიორგი არსენიშვილის ნაცვლად შეყვანილ იქნეს გიორგი ჩივიაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი