რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის ვადამდე შეწყვეტის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
400
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2000-09-13
სარეგისტრაციო კოდი
200.230.000.05.002.001.
რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის ვადამდე შეწყვეტის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №400

2000 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის ვადამდე შეწყვეტის შესახებ

„საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად:

1. შეუწყდეთ რესტრუქტურიზაციის რეჟიმით მუშაობა სააქციო საზოგადოებებს: „სხმულს“ (თბილისი), „მზიურს“ (თბილისი), „ივერიას“ (ქუთაისი), „აქატს“ (თბილისი), „ხირსას“ (სიღნაღი), „ცისარტყელას“ (თბილისი) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯიან მინერალ ვოთერსს“ (ბორჯომი).

2. საქართველოს სახელმწიფო შემოსავლების სამინისტრომ (მ. მაჭავარიანი) რესტრუქტურიზებული დავალიანების გადაუხდელ ნაწილზე რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან საწარმოს მიმართ გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია