"თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის N188 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
862
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-20
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.026.016019
"თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის N188 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №862

2010 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

„თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანებით (სსმ III, 13.03.2009, №29, მუხ. 360 ) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატებები და მე-6 მუხლს დაემატოს მე-4 და მე-5 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„4. როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა პირმა მომდევნო როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე სამინისტროში უნდა იმუშაოს არანაკლებ ერთი წლისა. მინისტრი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია, ეს ვადა შეამციროს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ჩაითვლება როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული პირის კადრების განკარგულებაში ყოფნის დრო.”.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია

 

 

კრებსითი — სრული ვერსია