ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 14 აგვისტოს №185 დადგენილებაში - „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-07-07
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-13
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.114.002141
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 14 აგვისტოს №185 დადგენილებაში - „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2010 წლის 7 ივლისი

ქ . ჩოხატაური

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 14 აგვისტოს №185 დადგენილებაში „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

საკრებულომ დაადგინა :

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ “ მე-20 მუხლის შესაბამისად , ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 14 აგვისტოს №185 დადგენილებაში „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები :

1. დადგენილების თანდართული ფორმის მე -3 მუხლის მე -2 პუნქტის „ე “ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი სიტყვები „გარე ვაჭრობის და “.

2. დადგენილების თანდართული დანართის მე -4 მუხლის პირველი პუნქტის „გ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „გ ) დადგენილი წესით მოამზადოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ “.

3. დადგენილების თანდართული დანართის მე -4 მუხლის პირველი პუნქტის „დ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „დ ) დადგენილი წესით მოამზადოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი კანონმდებლობის დარღვევით აშენებული , აღდგენილი , რეკონსტრუირებული ან /და დამონტაჟებული შენობა -ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ .

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 აპრილის №205 დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 14 აგვისტოს №185 დადგენილებაში „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ცვლილებების შეტანის თაობაზე “ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ “.

5. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე .


საკრებულ ოს თავმჯდომარე                                                                               ა . ხუნდაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია