ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
260
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-06-16
გამოქვეყნების თარიღი
2000-06-20
სარეგისტრაციო კოდი
430.210.000.05.002.001.
ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №260

2000 წლის 16 ივნისი

 ქ. თბილისი

ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

საუნივერსიტეტო განათლების მიღებაში ქვეყნის ახალგაზრდე­ბისათვის, მეცნიერებისა და განათლების რეგიონალური ცენტრე­ბისათვის დახმარებისა და ხელშეწყობის მიზნით:

1. ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტს, რომელიც დაკომპლექტებულია სამეცნიერო-პედაგოგიური კადრებით, მიენიჭოს შესაბამისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი.

2. ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტს ეწოდოს  ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

3. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია), ფი­ნანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი), ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი. ჩხარტიშვილი) და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში ი. ბოჭორიძემ ინსტიტუტისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნ­ველყონ აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის საუნივერსიტეტო პრო­ფილის სრულყოფის ღონისძიებათა განხორციელება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია