საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №254
2000 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს შორის ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2000 წლის 22 მარტის შეთანხმება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;
ბ) შეატყობინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე