საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
251
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-06-12
გამოქვეყნების თარიღი
2000-06-13
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.001.
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №251

2000 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2000 წლის 22 მარტის შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;

ბ) შეატყობინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანმხების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია