საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
219
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-05-31
გამოქვეყნების თარიღი
2000-06-02
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.001.
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №219

2000 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის 1999 წლის 3 ივნისს ხეომოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეტყობინოს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურების შესრულება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია