საქართველოს ეროვნული ბანკის 2010–2011 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4101-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-12-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-17
სარეგისტრაციო კოდი
220020040.09.001.016025
საქართველოს ეროვნული ბანკის 2010–2011 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს ეროვნული ბანკის 2010–2011 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის 2010–2011 წლების ანგარიშგების აუდიტორად დაინიშნოს აუდიტორული ფირმა – შპს „დელოიტი და ტუში“.

2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 296000 ლარით.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის 2010–2011 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები გასწიოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

4. დაევალოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, აუდიტორულ ფირმასთან – შპს „დელოიტი და ტუშ“-თან გააფორმოს ხელშეკრულება.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე დ. ბაქრაძე

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4101-რს

 

კრებსითი — სრული ვერსია