საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №135
2000 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
ტ. ლებანიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თურქეთის რესპუბლიკაში ტარიელ ლებანიძეს, რათა ხელი მოაწეროს განზრახვათა წერილს შავი ზღვის საზღვაო თანამშრომლობის დავალებათა ჯგუფის დაარსებასთან დაკავშირებით.
ე. შევარდნაძე